თურქეთში კორონავირუსის გამო დაწესებული შეღუდვები, რამადანის შემდეგ შესაძლოა, გამარტივდეს. ინფორმაციას ამის შესახებ Hurriet ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა, გააზიარა გეგმა, თუ როგორ დაუბრუნდეს ქვეყანა ნორმალიზაციის პროცესს, რაც ითვალისწინებს ზომების თანდათან შემცირებას.
“შეზღუდვები პირველ რიგში გამარტივდება აგრიკულტურის, ტექსტილის და ინდუსტრიის სფეროებში, რასაც ტურიზმი მოჰყვება“,_ განაცხადა ერდოღანმა.
ნორმალიზაციის პერიოდი 4 ეტაპიანი იქნება:
კერძოდ, მომზადების პერიოდი, 4 მაისიდან 20 მაისამდე, მომდევნო ეტაპი 27 მაისიდან 31 აგვისტომდე, მესამე ეტაპი 1 სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე, და საბოლოო ეტაპი დაიწყება 2021 წლის 1 იანვარს, თუ ვაქცინა არ იქნება მეორე და მესამე ეტაპზე შექმნილი.
როგორც ცნობილია, გეგმის მიხედვით, რესტორნებსა და კაფეებს შეეძლებათ პირველივე ეტაპზე შეზღუდული სამუშაო საათებით გახსნა, სოციალური დისტანციის დაცვით. ეს სტრატეგია გახორციელდება, თუ 14 დღეში რაიმე შემთხვევა არ დაფიქსირდება.
სამუშაო საათების შეზღუდვა მეორე ეტაპზე მოიხსნება, მაგრამ სოციალური დისტანცია შენარჩუნებული უნდა იყოს.