ა(ა)ი.პ.“ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორი, მაია ქუტიძე სოციალურ ქსელში ოზურგეთლებს მოუწოდებს, რომ აუცილებლად დაიცვან ის რეკომენდაციები, რაც აუცილებელია პანდემიის დროს.
“ჩემო ოზურგეთლებო, მიუხედავად იმის კოვიდ-19-ით ინფიცირების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, ნუ გავთამამდებით, ვირუსი ისევ წარმოადგენს საშიშროებას მოვერიდოთ ხალხმრავლობას. დავიცვათ ჰიგიენური ნორმები და ყველა რეკომენდაცია,რასაც სპეციალისტები გირჩევენ. გისურვებთ ჯანმრთელობას!“ – წერს ფეისბუქში მაია ქუტიძე.