გურიაში სხვადასხვა კატეგორიის სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის სასურსათო პროდუქტის დარიგება აქტიურად მიმდინარეობს.
სასურსათო დახმარება, გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ და ჩოხატაურის მერმა ირაკლი კუჭავამ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში დაარიგეს.
“საქართველოს ფერმერთა ასოციაცია და ფონდი ერთიანობის“ დახმარებით პროდუქტები დავურიგეთ ჩოხატაურის სოფლებში მცხოვრებ მოქალაქეებს. რეგიონში მუნიციპალური ბიუჯეტით, ბიზნესსექტორისა და კერძო კომპანიების მონაწილეობით, დახმარება 3 000 – მდე ოჯახს გაეწია. მადლობას ვუხდი ყველას მოსახლეობის დახმარებისთვის და მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.
როგორც მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კუჭავამ აღნიშნა, რამდენიმე ათეულ შეჭირვებულ ოჯახს გადაეცა სასურსათო პროდუქტები. მუნიციპალიტეტში ყველა საბავშვო ბაღის 630 აღსაზრდელისთვის დარიგდა სურსათი. ასევე, სოციალური დახმარება მუნიციპალიტეტში 1000-ზე მეტმა ოჯახმა მიიღო.
(R)