„იმის შემდეგ, რაც „ფრიდომ ჰაუსის” ანგარიშში აღმოვაჩინეთ, საინტერესოა, ამ ორგანიზაციამ გაასაჯაროოს, ვინ მუშაობს საქართველოში მასზე, ვისი რაპორტებისა და ანგარიშების საფუძველზე დებს იგი დასკვნებს”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ ტვ „იმედის” ეთერში.
მისი ითქმით, არა მხოლოდ როგორც პარლამენტის თავმდჯომარის მოადგილისთვის, არამედ როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, მიუღებელია ანგარიშში წარმოდგენილი დამოკიდებულება აფხაზეთთან მიმართებაში.
„როდესაც ანგარიშში საქართველოზეა საუბარი და აფხაზეთი არის ცალკე ტერიტორიად მოხსენიებული, რომ აფხაზეთი არის ტერიტორია, რომელიც ნახევრად თავისუფალია და თითქმის უტოლდება სომხეთის თავისუფლებისა და დემოკრატიის ხარისხს, ეს უკვე ძალიან მიუღებელია. აღარ აქვს მნიშვნელობა, რა ეწერება ამის იქით. თურმე აფხაზეთი ყოფილა ნახევრად თავისუფალი ტერიტორიული ერთეული დღეს. სეპარატისტულ რეჟიმზეა და ოკუპირებულ ტერიტორიაზეა საუბარი, რომელსაც ჩვენი ოკუპანტი ქვეყანა, რუსეთი აკონტროლებს. იმედია, ამ ინფორმაციას მივიღებთ, ვინ მუშაობს და ვინ აწვდის საქართველოზე, მათ შორის, ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიასთან დაკავშირებით „ფრიდომ ჰაუსს” ინფორმაციებს. ამის შემდეგ გავაგრძელებ საუბარს ამ ორგანიზაციის დასკვნებზე”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.