ხარაგაულში რამდენიმესაათიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად მდინარე ძირულა ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა. წყლით დაიფარა ჩინური კომპანიის კუთვნილი ტერიტორია, სადაც მძიმე ტექნიკაა განთავსებული. უხვმა ნალექმა მიწის ნაკვეთებიც დატბორა.