„ოპოზიცია უტიფრად აცხადებს, რომ მმართველმა პარტიამ აიღო აღნიშნული პატმიმრების გათავისუფლების ვალდებულება და საზოგადოებას საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდებით ემუქრება“,_ განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ და აღნიშნა, რომ თუ საკონსტიტუციო ცვლილება ჩავარდა, მხოლოდ და მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის პასუხიმგებლობა იქნება.
„ხაზგასმით ვაცხადებ, საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდება, თუ ასეთი მოხდება, მხოლოდ და მხოლოდ რადიკალიური ოპოზიციის პასუხისმგებლობა იქნება, რადგან ქართული ოცნება მოწოდებულია შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება. აშკარაა, რომ ოპოზიციას აშფოთებს, მოსახლეობის უკიდურესად დაბალი მხარდაჭერა და აშინებს მოახლოებული არჩევნები, რისთვისაც რადიკალურ ნაბიჯებზე ფიქრს ამჯობინებს, რისთვისაც, გარკვეული საგარეო მხარდაჭერის მობილიზებასაც ცდილობს, თუმცა, ეს ნაბიჯი კიდევ ერთი წარუმატებლობისთვის არის განწირული“,_ განაცხადა თალაკვაძემ.