საგაზაფხულო, სამაისო თოვლის უცნაური სამოსელით შეამკო ბუნებამ ახლახან ბაკურიანი, სამცხე-ჯავახეთის სოფელი ხეოთი.
_ ცხრა მაისს, გვიან ღამით, დაიწყო თოვა და ათში უკვე ზამთრის ცოცხალი პეიზაჟი გადაგვეშალა თვალწინ, _ გვწერენ ჩვენი მეგობრები, სპარტაკ გვრიტიშვილი და ხატია ლიქოკელი.
_ წუხელ მინუს ორი გრადუსი იყო, ახლა კი მზემ გამოანათა, თუმცა თოვლი კიდევ ჩანს ირგვლივ, – გვითხრეს მათ და ფოტოებიც მოგვაწოდეს.