კატებს შეუძლიათ კორონავირუსი ერთმანეთს გადასდონ, მაგრამ ინფიცირების არანაირი სიმპტომი არ ჰქონდეთ. ამის შესახებ The New York Times-ის ინფორმაციით, ამერიკელი და იაპონელი მკველვარები იუწყებიან.
როგორც ცნობილია, აღნიშნულ კვლევამდე ცოტა ხნით ადრე, რამდენიმე ვეფხვს და ლომს ბრონქსის ზოოპარკში კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი დაუფიქსირდათ.
კვლევის მიხედვით, რამდენიმე კატას კორონავირუსის მსუბუქი სიმპტომები გამოუვლინდა, ახალ ექსპერიმენტში მონაწილე 6 კატა საერთოდ არ დაავადებულა.
როგორც ცნობილია, კვლევის ჩასატარებლად ამერიკელმა და იაპონელმა მკვლევარებმა 3 დაინფიცირებული და 3 ჯანმრთელი კატა გალიაში ერთად ჩასვეს. ექსპერიმენტის შედეგად აღმოჩნდა, რომ კატებს ჯერ დადებითი პასუხები ჰქონდათ კორონავირუსის ტესტზე. შემდეგ ვირუსი მათი გალიის მეგობრებზეც გავრცელდა, ავად არცერთი გამხდარა, კორონავირუსიდან კატები ისე გამოჯანმრთელდნენ რამდენიმე დღეში.
კატები ასევე ინფიცირდებიან ადამიანებისგან, მაგრამ ადამიანის კატისგან დაინფიცირების შემთხვევა ჯერ გამოვლენილი არ არის.
მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ადამიანები უფრო მეტ საფრთხეს წარმოადგენენ ვირუსის გავრცელების მხრივ ვიდრე კატები, ამიტომ მათ სოციალური დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებენ, მით უმეტეს იმ შემთხვევაში, თუ ავად არიან.
იმ შემთხვევაში კი თუ ვირუსი კატას აქვს, რეკომენდანციაა, რომ კატებს მოერიდონ და მათ კოცნაზე უარი თქვან.
იმ შემთხვევაში კი თუ ვირუსი არც კატას აქვს და არც მის პატრონს, ცხოვრების გაგრძელება ჩვეულ რიტმში შეუძლიათ.
„ჩემს კატას ჩემს ბალიშზე მარჯვენა მხარეს სძინავს“,_ ამბობს მედისონის უნივერსიტეტის მკვლევარი ჰეფმანი.