უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის ახლადდანიშნული ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი გუნდის წევრებს ფეისბუქში ეძებს _ ამის შესახებ nv.ua-იუწყება.
სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე სპეციალური ანკეტა გამოაქვეყნა, რომელიც მისი გუნდის წევრობის მსურველებმა უნდა შეავსონ.
„თუ გინდათ, შემოუერთდეთ ჩვენს მეგობრულ, აქტიურ და ძლიერ რეფორმატორულ გუნდა, შეავსეთ ეს ფორმა“, _ წერს სააკაშვილი.