სინგაპურის ხელისუფლებამ მოუბოდიშა 357 covid 19-ის პაციენტს, შეცდომით გაგზავნილი სმს შეტყობინებების გამო.
შეტყობინების მიხედვით, მათ კორონავირუსის ტესტზე ისევ დადებითი პასუხები ჰქონდათ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
„შეტყობინებები გაიგზავნა IT სისტემის ტესტირების გამო, რადგან ჩვენი სისტემის ეფექტურობის გაუმჯობესებას ვცდილობთ,“_ განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
მან ბოდიში მოიხადა შეტყობინების მიღებით გამოწვეული ნებისმიერი უხერხულობის გამო, რადგან მიმღებები შეცდომების შესახებ რამდენიმე საათის შემდეგ გააფრთხილეს.
როგორც სინგაპურის ტელევიზიას შეტყობინების მიღების შემდეგ 2-მა ადამიანმა უთხრა, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდნენ, ჰქონდათ უარყოფითი პასუხი ტესტებზე და საავადმყოფოდანაც გაწერილები იყვნენ.
ჯანდაცვის სამინისტროს არ გაუცია დაუყონებლივ პასუხი კითხვაზე მიიღეს თუ არა მესიჯები უკვე გამოჯანმრთელებულმა ადამიანებმა.
ქვეყანაში სულ დაადასტურდა 28 000-ზე მეტი შემთხვევა, რაც ერთ – ერთი ყველაზე მაღალი მონაცემია აზიაში. სინგაპურში დაღუპულთა რიცხვი 22 – ს შეადგენს.