ამერიკის შეერთებული შტატები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დადანაშაულებას ცდილობს იმაში, რომ თვითონ არასწორად წარმართა კორონავირუსით გამოწვეული კრიზისი.
როგორც Reuters იუწყება, აღნიშნული განცხადება ჩინეთმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წერილზე საპასუხოდ გააკეთა.
წერილში ტრამპი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისთვის დაფინანსების შეჩერებით ემუქრება.
ჩინეთში ამბობენ იმასაც, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ჯანმოს გამო ცდილობს პეკინი დაადანაშაულოს, ჩირქი მოსცხოს და გამოიყენოს საკუთარი პასუხისმგებლობის თავიდან ასარიდებლად.