დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა,რომ სასურველია, სამსახურები, რომლებიც პანდემიის გამო ონლაინ რეჟიმში მუშაობენ, მუშაობა ასევე გააგრძელონ, თუ ეს მათ საქმიანობას არ აზარალებს.
„პანდემიის პროცესში საზოგადოდ არსებული რეკომენდაციებით ყველა იმ სამსახურისთვის, რომლისთვისაც დასაშვებია მუშაობა განხორციელდეს და გაგრძელდეს ონლაინ რეჟიმში ისე, რომ ეს თუ არ აყენებს მათ ზარალს, რეკომენდებულია, რომ ამავე რეჟიმში გააგრძელონ მუშაობა“,_ განაცხადა ზახაშვილმა.