დღეს დილიდან ჩოხატაურში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
საზოგადოებრივ ტრანსპორტში კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული უსაფრთხოების წესები, სპეციალისტების რეკომენდაციების შესაბამისად, მაქსიმალურად უნდა იქნეს დაცული. ტრანსპორტს სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურად უნდა ჩაუტარდეს, სავალდებულოა პირბადის ტარება, ასევე, ტრანსპორტში იკრძალება მგზავრების ფეხზე დგომა და შეზღუდულია მგზავრთა რაოდენობა.