„ნაცკლასტერისთვის“ საგანგებო მდგომარეობა ახლა დაიწყო და როგორც ჩანს, აჩევნებზე დასრულდება“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა “ქრონიკასთან” საუბრისას განაცხადა.
იონათაშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრი ამ შემთხვევაშიც ისარგებლებს და ეს ნათელი მაგალითი იქნება, თუ როგორ ხორციელდება საპარლამენტო ზედამხედველობა.
„რაც შეეხება ინტერპელაციას – მიუხედვად იმისა, რომ ეს საპარლამენტო ზედამხედველობისთვის ძალიან ეფექტური ინსტრუმენტია, ოპოზიციის მხრიდან არ მაქვს მოლოდინი, რომ ამას შინაარსობრივად წარმართავენ. თუმცა, რასაკვირველია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამ შემთხვევითაც ისარგებლებს და ეს იქნება ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ ხორციელდება საპარლამენტო ზედამხედველობა“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა „ქრონიკასთან“ საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ინტერპელაციის წესით დღეს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მოუსმენენ.
პრემიერმა საკანონმდებლო ორგანოს ვირუსთან ბრძოლის შესახებ ანგარიში საკუთარი ინიციატივით ორი დღის წინ წარუდგინა.