The Daily Beast-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკელი ინფექციონისტი, ფაუჩი ამბობს, რომ კორონვირუსის მეორე ტაღლის გამო ქალაქების ჩაკეტვა და შეზღუდვების ნორმების გამკაცრება საჭირო არ იქნება.
“ჩვენ ვხედავთ ინფექციების უფრო მეტ შემთხვევას, ვიდრე ეს ადრე გვხვდებოდა გარკვეულ სახელმწიფოებში, მათ შორის სამხრეთ-დასავლეთსა და სამხრეთში,” – თქვა ფაუჩიმ და აღნიშნა, რომ ჯერ პირველი ტალღა გავლილი არ არის.
ფაუჩიმ ასევე თქვა, რომ მას არ სჯერა, რომ ვირუსის გავრცელების გამო ქალაქები უნდა დაბრუნდნენ ჩაკეტვაში (განმეორებითი პროცესის დაწყების შემდეგ).
”მე ნამდვილად ასე არ ვფიქრობ,” – თქვა მან. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ქვეყნის მასშტაბით ვირუსის გავრცელების შეშფოთების მიზეზები ჯერ კიდევ არსებობს, იზრდება შემთხვევების რიცხვი, მაგრამ თუ სახელმწიფოები განაგრძობენ მუშაობას, ვირუსის გავრცელების მართვას შეძლებენ.
ფაუჩიმ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება საზგადოებრივი ჯანმრთელობის ზომების დაცვის შესახებ,რომლებიც დასახული მიზნის მიღწევას ხელს შეუწყობს.