პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, 8 მარტის შეთანხმება უნდა შესრულდეს, საკონსტიტუციო პროცესი მიმდინარეობს და ის დასრულდება ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას შეეფერება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
მისივე თქმით, საარჩევნო სისტემა უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციისთვის. ისევე როგორც მნიშვნელოვანია ის, რომ კონკრეტულ სამართალდარღვევებსა და დანაშაულებზე იმსჯელოს საქართველოს სასამართლომ.
„რა თქმა უნდა, მე სრულად ვეთანხმები იმას, რომ 8 მარტის შეთანხმება უნდა შესრულდეს. საკონსტიტუციო პროცესი მიმდინარეობს და ის დასრულდება ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას შეეფერება. საარჩევნო სისტემა უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციისთვის. ისევე როგორც მნიშვნელოვანია ის, რომ კონკრეტულ სამართალდარღვევებსა და დანაშაულებზე იმსჯელოს საქართველოს სასამართლომ“, – განაცხადა გახარიამ.