სპეცპედაგოგები დღეიდან კარიერული ზრდის სქემაში ჩაერთნენ, _ ამის შესახებ ბრძანებას განათლების სამინისტრო აქვეყნებს.
უწყების ინფორმაციით, “2020 წელს, პირველად სპეციალური მასწავლებლები პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ნაწილი გახდნენ და მათ პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ”.
ამასთანავე, ცვლილება შეეხო იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც კარიერული ზრდის გამოცდებზე 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ.