“კალაძემ, მთაწმინდაზე რომ მიუთითა ადამიანებს გამოექანეთო, მემგონი თავად მოუწევს, ოღონდ რას დაასკდება ღმერთმა იცის”, _ ამის შესახებ პოლიტიკური გმოძრაობა “ტრიბუნას ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. ჭიჭინაძის თქმით თბილისის მერი კორუმპირებულია, რომლის საქმეებიც ბევრ ტომს დაიტევს მომავალში.
„კახი კალაძე არის კორუმპირებული!
მისი საქმიანობა ბევრ ტომებს დაიტევს მომავალში.
ის „ნაცმოძრაობის“ იმდენად ორგანული წევრი იყო, ფაქტია დღესაც მათ რიტორიკას, მათ ხელწერას აგრძელებს, როგორც საზოგადოების, ასევე მედიასთან მიმართებაში.
ასეთი საქციელით კი, ამ ქვეყანაში ცხოვრების უფლებას იზღუდავს, იმიტომ რომ არც ხელისუფლებაში იქნება და არც ძალაუფლება ქენება მუდმივად და ეს უნდა იცოდეს.
მითუმეტეს, რომ „ქართული ოცნებაც“ და კალაძეც დღეს სიცრუესთან არიან ასოცირებული, რადგან არცერთი მათ მიერ გაცემული დაპირება არ შესრულებულა და თუ გონიათ, რომ მსგავსი სიძულვილის ენით, ოპონენტებთან მიმართებაში, ქვეყანას ისევ ორპოლუსიანად აქცევენ, ძალიან ცდებიან.
მოკლედ, კალაძემ, მთაწმინდაზე რომ მიუთითა ადამიანებს გამოექანეთო, მემგონი თავად მოუწევს, ოღონდ რას დაასკდება ღმერთმა იცის”, _ ამბობს ჭიჭინაძე.