ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსის, ლენი კრავიცის გადაწყვეტილებით, მსოფლიო ტური, HERE TO LOVE აღარ გაიმართება. ამის შესახებ მუსიკოსმა თავად ამცნო მსმენელს საკუთარი სოციალურ ქსელის მეშვეობით. შესაბამისად, ტურის გაუქმების შედეგად, არ ჩატარდება მისი კონცერტიც, რომელიც 2021 წელს საქართველოში იყო დაგეგმილი.
მომღერალმა ტურის გაუქმების მიზეზად COVID 19-ის გავლენით გამოწვეული ახალი რეალობა დაასახელა.
„მივმართავ ჩემს გულშემატკივრებს ევროპიდან, სამწუხაროდ მიწევს თქმა, რომ ტური, HERE TO LOVE, აღარ გაიმართება და ეს მსოფლიოში პანდემიით გამოწვეულ რეალობას უკავშირდება. მინდა გითხრათ, რომ მოუთმენლად ველოდი თქვენთან შეხვედრას, მაგრამ ამ მომენტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენი და ჩემი ბენდის წევრების ჯანმრთელობაა“,- წერს მომღერალი. წერილის ბოლოს ლეგენდარული მუსიკოსი იმედოვნებს, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება და უსაფრთხო გარემოში მსმენელთან შეხვედრისა და კონცერტის გამართვის შესაძლებლობა კვლავ მიეცემა.
ინფორმაციისთვის:
2021 წელს საქართველოში დაგეგმილი კონცერტის ბილეთებში გადახდილი თანხა (საკომისიოს ჩათვლით) მყიდველის ბარათზე ავტომატურად დაბრუნდება.
თანხის დაბრუნება მოხდება 15 ივლისიდან, 3 სამუშაო დღეში.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ SOLO ბანკირს ან მოგვწერეთ მისამართზე lenny@solo.ge
(R)