მონტენეგროს მთავრობამ საქართველო იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, საიდანაც ჩამსვლელებს დამატებითი შეზღუდვები არ დაუწესდება. ამის შესახებ ინფორმაციას მონტენეგროს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტი ვებგვერდზე აქვეყნებს.
განცხადებაში, ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირის ქვეყნების გარდა სიაში კიდევ 50 სახელმწიფო მოხვდა, საიდანაც ქვეყანაში ჩასულ ვიზიტორებს არც კორონავირუსზე ტესტის და არც კარანტინის გავლა მოუწევთ.
დანარჩენი ქვეყნებიდან ჩაულებისთვის კი სავალდებულო იქნება.