ჯონ ტრავოლტას მეუღლე, მსახიობი კელი პრესტონი გარდაიცვალა. ის 57 წლის იყო.
ტრავოლტა მეუღლის გარდაცვალების მიზეზად მკერდის კიბოს ასახელებს.
„ჩემმა ლამაზმა მეუღლემ კელიმ წააგო ორწლიანი ბრძოლა ძუძუს კიბოსთან. ის გაბედულად იბრძოდა ამდენი ადამიანის სიყვარულით და თანადგომით”,_ დაწერა ტრავოლტამ ინსტაგრამზე.
წყვილი 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო დაქორწინებული.
წყვილის ვაჟი ჯეტ ტრავოლტა გარდაიცვალა 2009 წლის იანვრის 16 წლის ასაკში, ბაჰამაზე არდადეგების დროს.
მათ კიდევ ორი შვილი ჰყავთ.
პრესტონის სამსახიობო კარიერაში შედიოდა როლები Twins, From Dusk Till Dawn, Jerry Maguire და Cat in the Hat.