ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევები შემოტანილია.
„ყველა მათგანის დიაგნოსტირება საკარანტინო სივრცეში მოხდა. მათგან 5 სატვირთო ავტომობილის მძღოლია. დღეის მონაცემებით, კოვიდცენტრებში 151 პაციენტი მკურნალობს“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.