„ნიუ-იორკს მსოფლიოში ყველაზე საშინელი სიკვდილიანობა ჰქონდა ჩაკეტილობის ფონზე. მკაცრმა იზოლაციამ შეაფერხა ჩვენი ეკონომიკა, მაგრამ არაფერი გაუკეთებია ვირუსის გავრცელების შესაფერხებლად. ჩაკეტვა დიდი შეცდომა იყო“,_ აღნიშნული განცხადება Fox news-თან საუბრის დროს სენატორმა რენდ პოლმა გააკეთა.
ამერიკელი სენატორის განცხადებით, ადამიანებმა ვირუსთან დაკავშირებული რისკები ინდივიდუალურად უნდა განსაზღვრონ.
„45 წლამდე ასაკის ადამიანებში ეს დაავადება [COVID-19], როგორც ვხედავთ, ნაკლებად საშიშია ვიდრე სეზონური გრიპი. 45 წლის ზემოთ მყოფი ადამიანებისთვის კი კორონავირუსი უფრო საშიშია, ვიდრე სეზონური გრიპი.
”თუ თქვენ 80 წლის ასაკში ხართ და საექთნო სახლში იმყოფებით, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ დაგიცვათ, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ ეს გულისხმობს ეკონომიკის დახურვას”, – განაგრძო მან.
ცნობისთვის, სენატორმა აპრილში კორონავირუსი გადაიტანა და მისგან გამოჯანმრთელდა. შემდეგ ადგილობრივ საავადმყოფოში მოხალისედ მუშაობა დაიწყო.