Stopcov.ge-ს მონაცემების მიხედვით, 25 ივლისს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 5 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ კი, 24 ივლისის მონაცემებით, 15 მილიონს გადააჭარბა.