ოპოზიცია თბილისის ორ ოლქსა და რეგიონებში მაჟორიტარების წარსადგენად ემზადება. თუმცა, ჯერ ისევ უცნობია, ეყოლებათ თუ არა ხელისუფლების ოპონენტებს საერთო კანდიდატები.
“ნაციონალურ მოძრაობას” რეგიონებში საკუთარი კანდიდატების წარდგენა სურს, “ევროპული საქართველო” კი ოპოზიციურ პარტიებს მაჟორიტარ კანდიდატებზე შესაჯერებლად კონსულტაციების განახლებისკენ მოუწოდებს.
რეგიონებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია არ არის სიახლე. არაერთხელ გვითქვამს, რომ გამარჯვებისთვის აუცილებელია რეგიონებში საკუთარი კანდიდატების დაყენება. ნუ გავიწყდებათ, რომ მანდატების 80% ნაწილდება პროპორციული სიით, – ამბობს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე.
ფრაქცია “ევროპული საქართველო – რეგიონების” წევრი სერგი კაპანაძე კი მიიჩნევს, რომ ჯერ კიდევ არის დრო შეთანხმების მისაღწევად და უმჯობესია, ყველა დიდ ქალაქში ოპოზიციამ საერთო კანდიდატები წარადგინოს.
სამწუხაროდ, “ნაციონალურმა მოძრაობამ’ გადაწყვეტილება მიიღო, რომ ყველა ოლქში, რეგიონებში, დააყენოს მაჟორიტარობის კანდიდატები. ჩვენ მათთან გვქონდა კონსულტაციები… თუ მათი თანხმობა იქნება, ეს მოგვცემს შესაძლებლობას, რომ გვყავდეს საერთო კანდიდატები, რომალთაც ექნებათ შესაძლებლობა, პირველ ტურში დაამარცხონ “ქართული ოცნება”, – განმარტავს კაპანაძე.
“ევროპული საქართველოს” წევრების აზრით, თუ “ნაციონალური მოძრაობა” უარს იტყვის საერთო კანდიდატების წარდგენაზე, მაშინ მნიშვნელოვანია, ოპოზიციის დანარჩენი ნაწილი მაინც შეთანხმდეს კანდიდატებზე.