პოეტი და პოლიტიკური მოძრაობა „მოქალაქეების“ წევრი, გენრი დოლიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება ახალქალაქში განვითარებულ მოვლენებს:
„წუხელ ახალქალაქში მოქალაქეთა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ გადაწვა რამდენიმე სახლი და სასტუმრო. მოკლულია ერთი ადამიანი… მხედრიონის დრო დაბრუნდა, დედა შვილს არ აიყვანს ხელში ისეთი სიტუაციაა. ფაქტია, რომ ხელისუფლება ვერ აკონტროლებს სიტუაციას. და ეს რისი ბრალია იცით? ენზელ მკოიანის კრიმინალურ ბანდას მწვანე აუნთო ქართულმა ოცნებამ არჩევნებში ხმების მოტანის სანაცვლოდ.
სრული ქაოსია და არანაირი მართლწესრიგი არ მოქმედებს. რეაგირება რატომ არ მოყვა ცოტახნის წინანდელ სადეპუტატო შეიარაღებულ ბატალიებს?
რა შემზარავი იყო კადრები, როცა მაჟორიტარი დეპუტატი იარაღით ხელში დარბოდა და პოლიციელი საწყლად დასდევდა ყელმოღერებული, შენი ჭირიმე, არ ისროლოო… ხალხმა მაინც ამოვიღოთ ხმა, თორე თავზე გადაგვახიეს კონსტიტუცია“.