სლოვაკეთმა დედაქალაქ ბრატისლავაში რუსეთის საელჩოდან სამი თანამშრომელი გაათავისუფლა. მათ ქვეყანა 13 აგვისტომდე უნდა დატოვონ.
BBC-ის ინფორმაციით, მომხდარი გასულ წელს ბერლინში ხანგოშვილის მკვლელობას უკავშირდება.
ხელისუფლებამ დაასახელა სლოვაკური ვიზების ბოროტად გამოყენება გაძევების მიზეზად.
”სლოვაკეთის სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციის თანახმად, მათი საქმიანობა ეწინააღმდეგებოდა ვენის კონვენციას დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ”, – განაცხადა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერმა.
”ამის გარდა, მოხდა ვიზების ბოროტად გამოყენება სანქტ-პეტერბურგში და გარდა ამისა, სერიოზული დანაშაული იქნა ჩადენილი ევროკავშირისა და ნატოს კიდევ ერთი წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე,” – თქვა მან.
როგორც ადგილობრივი მედია, ასევე საგამოძიებო ვებსაიტზე bellingcat.com იტყობინება, რომ მკვლელობის დაგეგმვაში ეჭვმიტანილი ერთ-ერთი მათგანი ევროკავშირში გაემგზავრა სლოვაკური ვიზით.