ზუგდიდში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა.
არსებული ინრომაციით, ინფიცირებული ახალგაზრდა ქალია, რომელიც ზუგდიდში სამგაზვრო მატარებლით, 28 აგვისტოს ჩამოვიდა და ერთ-ერთ სასტუმროში დაბინავდა.
როგორც საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში განმარტავენ, ეპიდემიოლოგებმა ამდროისთვის ინფიცირებული ქალის კონტაქტების ნაწილი დაადგინეს და თვითიზოლაციის რეკომენდაცია გასცეს.
რაც შეეხება ინფიცირებულ ქალბატონს, იგი ამ დროისთვის რუხის საავადმყოფოშია მოთავსებული.