საქართველოში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 19 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 487 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის განკურნებულთა რაოდენობა 1 240-ს შეადგენს, ინფიცირების შედეგად გარდაცვლილია 19 ადამიანი.