თემო ადეიშვილი, თორნიკე თომაშვილი, ქეთი ბარდაკოვი, გიორგი რაზმაძე, ანი ვაჩეიშვილი და იოანე მახარაძე – ამ დროისთვის ცნობილია, რომ ექვსმა სამტრედიელმა კურსდამთავრებულმა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში სახელმწიფოსაგან ასპროცენტიანი დაფინანსება მიიღო.
ცნობისთვის, იოანე მახარაძე ნომერ პირველი საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია. მან 100%-იანი გრანტით ჩააბარა ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე.
თორნიკე თომაშვილმა და თემო ადეიშვილმა, რომლებიც ერთ კლასში სწავლობდნენ, ასევე 100%-იანი გრანტები მოიპოვეს.
ქეთევან ბარდაკოვი უმაღლესი გრანტით ჩაირიცხა თავისუფალ უნივერსიტეტში, გიორგი რაზმაძე კი, რომელიც მე-11 სკოლის კურსდამთავრებულია, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში უმაღლესი გრანტით განაგრძობს სწავლას.
ანი ვაჩეიშვილი მეორე სკოლის კურსდამთავრებულია, მან ჯავახიშვილის საერთაშორისო სამართალზე ჩააბარა, უმაღლესი გრანტით.