თურქეთის მოქალაქეს, რომელიც ფოთის საზღვაო ნავსადგურში ნატო-ს ჯარების წარმომადგენლებთან შეხვედრას ესწრებოდა, კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფოთის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ზინაიდა გაგუამ განაცხადა, მოქალაქეს ვირუსი ბათუმში დაუდგინდა.
„საზღვაო ნავსადგურში ნატო-ს ჯარების წარმომადგენლებთან გაიმართა შეხვედრა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს მიერ იყო ორგანიზებული. მასში საქართველოს, ასევე, თურქეთისა და ამერიკის მოქალაქეები მონაწილეობდნენ. თურქეთის მოქალაქეს აღმოაჩნდა კორონავირუსი, მას ეს ვირუსი ბათუმში დაუდასტურდა და ამჟამად, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში წევს, რამდენადაც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია. შეხვედრას 13 კაცი ესწრებოდა, მათ შორის ორი ჩვენი საზღვაო ნავსადგურის წარმომადგენელია. ორივე იქნა გუშინ დატესტილი და პასუხს ველოდებით დღის ბოლოს. ორივე გადასულია თვითიზოლაციაში. დღეისათვის მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა გაგუამ.