„დღეს პირველად ვიყავი გომისმთაზე და ალბათ უკანასკნელადაც. მართალია არ ვარ გურული და ვცხოვრობ თბილისში, მაგრამ ბევრი მსმენია გურიაზე და მის უნიკალურ კურორტებზე. გადავწყვიტე მეგობრებთან ერთად ასვლა გომისმთაზე, ავედით და ჩვენს თვალწინ გადაიშალა უნიკალური ლანდშაფტი.
სამწუხაროდ ლანდშაფტთან ერთად ჩვენი ყურადღება მიიქცია უსახურმა მშენებლობებმა, რომლითაც ნადგურდება ნაძვნარის უნიკალური ტყეები, რომელიც არ ითვალისწინებს არანაირ გენ. გეგმას (მეტიც რომ ვიკითხეთ ეს გეგმა საერთოდ არ არსებობს) მოკლედ ვისაც სადაც რა გაეხარდება იმას აშენებს ისე რომ არავინ არ ჰყავს მომკითხავი ზედამხედველი. ტყეში სეირნობის დროს წავაწყდით უამრავ ნაგავს და სამწუხაროდ გაჩეხილ ნაძვნარსაც რომელშიც მშენებლობა მიმდინარეობდა.
გურულებო არ ვიცი თქვენ შვებით ამას თუ სხვა, მაგრამ ნადგურდება უნიკალური კურორტი უყურადღებობით და დროა დაინტერესდეს სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები ამ საკითხით, თაღლითობისა და უკანონობის შედეგი სამწუხაროდ გადაწონის უნიკალურ ლანდშაფტს“,_ აღნიშნულ პოსტს სოციალურ ქსელ ფეისბუქში დევიდ ჰობერმენი ავრცელებს.
ე.წ. განთიადის უბანთან ახლო მდებარე ტერიტორიაზე არის გადაღებული ეს ადგილი.