დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლაში, გარდა ქვედა ბახვის საჯარო სკოლისა, სასწავლო პროცესი დაიწყო.
„გურია ნიუსი“ სასკოლო რესურსცენტრის უფროსს , ლელა იმედაშვილს ესაუბრა:
_სასწავლო წელი დავიწყეთ ყველანარი წესების დაცვით. ცნობილი მოვლენების გამო, მხოლოდ ქვედა ბახვის საჯარო სკოლაში არ განახლებულა სასწავლო პროცესი და იქ სწავლა 1 ოქტომბერს დაიწყება. მაქსიმალურად გვაქვს დაცული ჯანდაცვის რეკომენდაციები. თუ რაიმე დასახვეწია, ეს დღეები კიდევ უფრო გამოაჩენს. ჩვენ გადავდივართ სრულ რუტინულ რეჟიმზე. არანარი ღონისძიებები არ იგეგმება ამ ეტაპზე, „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული მოვლენების გამო, _ გვითხრა ქალბატონმა ლელამ.
კითხვაზე, დღეს, სწავლის დაწყების წინ, თერმოსკრინინგის გავლისას ხომ არ დაფიქსირებულა ტემპერატურის მქონე ბავშვები, მან გვითხრა რომ როგორც ინფორმირებულია, იყო ორი შემთხვევა.
_თუ სად იყო, რომელ სკოლაში, ეს უფრო ზუსტად გვეცოდინება ხუთი საათის შემდეგ, როცა ონლაინ პლატფორმით შევხვდებით სკოლების დირექტორებს. რაც შეეხება ბავშვებს, მათ ჰქონდათ ტემპერატურა 37 და ორი. გამოძახებული იქნა მშობლები და მათ ჩააბარეს, _ განაცხადა ლელა იმედაშვილმა.