საქართველოში კოვიდინფიცირების 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 31 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 2758 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან განკურნებულთა რაოდენობა 1412-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.