იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქუთაისის ცენტრში დღეს კარავს აიღებენ, რადგან ის რისკ ჯგუფები, რომლებსაც აჭარაში მოგზაურობის ისტორია ჰქონდათ, გამოკვლეულია:
,,გუშინ იმერეთში 1400 ბიოლოგიური ნიმუში იქნა აღებული, საიდანაც რვა დადებითი შემთხვევა დადასტურდა. რაც შეეხება კარავს, იქ სამოცდაათი აიღეს. ვინაიდან 32-ე საჯარო სკოლის კლასტერი და აჭარაში მოგზაურობის ისტორიის მქონე ადამიანების კვლევა დასრულდა, კარვის აუცილებლობას ვეღარ ვხედავთ. ბოლო ორი დღის განმავლობაში 187 პაციენტი გვყავს იმერეთში, 85 საჩხერეში, დანარჩენები ქუთაისის კლინიკებში მკურნალობენ. მეორე ტალღის დროს იმერეთში კოვიდდაინფიცირებულების რიცხვი ასამდე ავიდა.”