ირანის მთელ ტერიტორიაზე covid-19-ის გავრცელების და ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობის ზრდის გამო განგაშის წითელი დონე გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ირანის სახელმწიფო ტელევიზია ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობა ქვეყანაში 45 000 -ს მიაღწია.
ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ირაჯ ჰარირჩიმის თქმით, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, ნარიჯისფერი და ყვითელი აღარსად არის, მთელი ქვეყანა წითელია.
მისივე თქმით, ფატალური შემთხვევების შემცირება შესაძლებელია, მხოლოდ მოსახლეობის 95%-ის მიერ პირბადეების გამოყენებით და საზოგადოებრივი შეკრებების განახევრებით.
ოფიციალური ინფორმაციით, ირანში კორონავირუსით ბოლო 24 საათში კორონავირუსით 144 ადამიანი გარდაიცვალა, სულ ქვეყნაში 23 952 ადამიანია გარდაცვლილი, 416 198 ადამიანი კი ინფცირებულია, აქედან 3 049 ადამიანს კორონავირუსი ბოლო 24 საათში დაუდასტურდა.