გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში გამოჯანმრთელდა 211 კოვიდ დადებითი პაციენტი, ხოლო ინფიცირების ინფიცირების 370 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარში Covid კლინიკებში მკურნალობას გადის: 462 პაციენტი, მათ შორის 14 არასრულწლივანი, 19 ოსრული. რეანიმაციაში მოთავსებულია – 23 პაციენტი.
აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მართვაში ჩართულია 9 სამედიცინო დაწესებულება (კოვიდ კლინიკა, ცხელების ცენტრი). რეგიონში მობილიზებულია 600-ზე მეტი საწოლი.
კოვიდ დადებითი პაციენტებისთვის გამოყოფილია 7 საკარნტინო სივრცე.
აჭარაში ბინაზე 1000-მდე მეტი პირი იმყოფება, რომლებიც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.