ბოლო 24 საათის განმავლობაში გურიაში დაფიქსირებული ინფიცირების 6-ვე შემთხვევა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გამოვლინდა.
ინფციცირების ახალი შემთხვევებიდან სამი ერთი ოჯახის კლასტერს უკავშირდება. დაინფიცირებულია – მამა , დედა და-ძმა, რომლებიც თვითიზოლაციაში იყვნენ.
გარდა ამისა კორონავირუსი დაუდგინდა ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც კლასელისგან დაიფიცირდა და ისიც თვითიზოლაციაში იყო, როგორც ინფიცირებულთან კონტაქტი.
კიდევ ერთი ინფიცირების შემთხვევა ლაითურში გამოვლინდა.
დაინფიცირებული შუა ხნის მამაკაცია, რომლის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია.
რაც შეეხება მეექვსე შემთხვევას, COVID- 19 დაუდგინდა სოფელ მერიაში მცხოვრებ ქალბატონს, რომელსაც აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს.
ეპიდემიოლოგების თქმით, ბოლო ორი კოვიდ ინფიცირებულის კონტაქტები დგინდება.