საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანაში ინფიცირებულების რაოდენობა იზრდება, თუმცა პროცესი ჯერ მართვადია და ადამიანებმა ექიმების რჩევები ერთმანეთის გაფრთხილების მიზნით უნდა გაითვალისწინონ.
„სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ინფიცირებულების რაოდენობა გვეზრდება, ჯერ ამ პროცესს ვმართავთ და მთავარი არის, რომ ელემენტარული წესები დავიცვათ. კიდევ ერთხელ ვამბობ, განსაკუთრებით ხანდაზმულ ადამიანებს უნდა გავუფრთხილდეთ, ამას დიდი პასუხისმგებლობა აქვს, უნდა მოვუაროთ ამ ხალხს. უნდა გვესმოდეს, რომ რაც უფრო მარტივად და ეფექტურად დავიცავთ დისციპლინას და წესებს, მით უფრო მალე დავამარცხებთ ამ განსაცდელსაც და მით უფრო სწრაფად აღვადგენთ ჩვენს ეკონომიკას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.