https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მარკ რუტე: ევროპა რუსეთთან ომისთვის უნდა მოემზადოს

    დრონებით თავდასხმის გამო, ნიკოლ ფაშინიანის თვითმფრინავმა მოსკოვში დაშვება ვერ შეძლო

    დონალდ ტრამპი – გაკვირვებული ვარ, რომ ამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინაში არჩევნები არ ჩატარებულა

    რა შეიძლება მოსთხოვოს ტურისტებს აშშ-მ ქვეყანაში შესვლამდე

    ზელენსკი: უკრაინა მზადაა არჩევნებისთვის, თუ უსაფრთხოება გარანტირებული იქნება

    სასაზღვრო შეტაკებები ტაილანდსა და კამბოჯას შორის

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“უფროსებო, დადექით ბავშვების ბავშვობის სადარაჯოზე“ – გიორგი კეკელიძე

6:10; 5.10.2020
ფეისბუქსტატუსები
Share on FacebookShare on TwitterEmail

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი და პოეტი გიორგი კეკელიძე ფეისბუქზე მორიგ პოსტს აქვეყნებს.

„უფროსებო, დადექით ბავშვების ბავშვობის სადარაჯოზე. ნუ ჩააცმევთ მათ ხუთი ზომით დიდ ფიქრს, ათი ზომით დიდ საქმეს, თხუთმეტი ზომით დიდ დარდს. ასე არ შეიძლება, ძალიან არ შეიძლება!

კი, ისევ ბავშვებზე უნდა მოგიყვეთ. და საერთოდ – მათზე ხშირად მოგიყვებით. ეს იქნება ჩემი მთავარი მოსათხრობი საქმე.

გუშინ დუშეთიდან ლამის ფასანაურამდე ავუყევი. აქ ისეა, რომ ყოველ მოსახვევზე მცირე საძოვარია, მერე აკლაკნილი გზა და მერე პატარა სოფელი. და ამ საძოვრებზე, აუცილებლად შეგხვდებათ ბავშვი მწყემსი, ორმოციოდ ძროხას რომ მოუძღვება, ჯარისკაცის უზარმაზარი საწვიმარი აცვია და ორი ზომით დიდი ქუდი ახურავს. განა ამბავს ვამხატვრულებ და ვამძაფრებ – ზუსტი სურათია, ზეპირი. ჰო, კიდევ ერთი დიდი ბოთლი, წყლისთვის და პარკი, სადაც ალბათ რამე წასალუკმი უდევს. ყველი. პური. ასეთი ბავშვი გუშინ სამი შემომხვდა. სამივე სხვადასხვა სოფლიდან. სამივე დიდი სევდით და მორცხვი ღიმილით. სამივე საგანგებო დავალებით – ,,თუ ვინმე საეჭვომ გკითხოს, აუცილებლად უთხარი, რომ ეს ერთხელ გამოხვედი სამწყემსად და მანამდე არ ყოფილხარ”. შენ მაინც ეკითხები და ისინი იმეორებენ ამ დავალებას: ,,აი, ძია, ძალიან იშვიათად ვეხმარები ხოლმე, ძალიან, თუ ავათა არიან” და წვიმს, წვეთები ქუდიდან სახეზე ეწურებათ, სახე დახრილი აქვთ და მზერას ქვევით, უკვე შემხმარ ბალახებში მალავენ. მერე მე ვეკითხები სკოლის სახელს, საღამოს ვეძებ დირექტორს ან მასწავლებელს და ისინი მიყვებიან, რომ ,,თედო, რაც სკოლა დაიწყო, კლასში არა ყოფილა, კომპიუტერი? ვინ მისცემს მაგას კომპიუტერს? რომც აჩუქოთ, ზედ ვინ დასვამს? ისეთი ნიჭიერი ბავშვია, მაგრამ კვირაში ერთხელ თუ გამოჩნდა, დიდია. მაგ ბავშვსა, ბავშვობა არა ჰქონია, თვალით არ უნახავს. გული დაგეწვება, გული. მეზობელმა მითხრა, დილით ექვსზე რომ წამოაგდებენ, მიაჩეჩებენ რაღაცას საგზალივით და წავიდა ძროხაში.

ნუ იტყვით, ნუ იტყვით. ხან სახელმწიფოს ხალხი მივიდა, ხან ნათესავი, მაგრამ ბავშვი ისე ჰყავთ დაშინებული, სულ კარგს ამბობს და სულ მათ ქებაშია” და განა თედოა მხოლოდ ასე, განა მხოლოდ ნიკო ან ზვიადი. ან განა მხოლოდ დუშეთიდან ფასანაურამდე მიდის ეს გზა? ის აჭარიდან იწყება და კახეთის ბოლოს წვდება. ალბათ საზღვარსაც ცდება, მაგრამ მე უფრო ჩვენი ამბავი მაინტერესებს. და ამ გზაზე დგანან ბავშვები, რომელთაც მშობელმა, ან ბიძა-ბიცოლამ ან ვინმე ნათესავმა, ვისთანაც იზრდება, ადგა და ბავშვობა გამოგლიჯა ხელიდან. ბევრი ოცნება და ცოტა სიზარმაცე, ბევრი თამაში და ცოტა წიგნიც – აი, ასე გამოგლიჯა, ხელში სახრე შეაჩეჩა და გაუშვა. ამ გზაზე. ეს გზა კი არსად არ მიდის. ის არც ტაძრამდე მიიყვანს ამ ბავშვებს და ასე განსაჯეთ, არც უფსკრულამდე. ეს გზა არის და არც არის. გაყინული გზაა. საზარელი საცობი. ამ გზაზე დგანან ეს ბავშვები. აწვიმთ და იღიმიან. ახლა ის არ მითხრათ, რომ ოჯახს უჭირს. ვიცი და ამაზე ვილაპარაკე. კიდევ ვილაპარაკებ. და კიდევ. სახელმწიფო. საზოგადოება. მაგრამ ამ უბედურების ამ ნაწილზე ვწერ და ცხადად ვიცი, რომ არაფერია იმაზე დიდი დანაშაული, ვიდრე ბავშვისთვის სწავლის უფლების წართმევა და ღიმილის უფლების წართმევა და ცელქობის უფლების წართმევა და კიდევ ბევრი, ბევრი რამის წართმევა. თან ეს წართმევა ისეთია, რომ ვერავინ დაუბრუნებს და ვერც თვითონ. სხვა ოჯახებსაც უჭირთ მათ მეზობლად, იგივე სოფლებში და იგივე ქუჩებზე. მაგრამ იკლებენ და ბავშვს აძლევენ. ჩემებსაც უჭირდათ მაშინ, მაგრამ სკოლაში წასვლის წინ ყიყლიყოს მახვედრებდნენ და გაპრიალებულ ჩანთას. თვითონ სხვა რამეს ჭამდნენ. სხვა რამეს იცვამდნენ. განა მე არ ვეხმარებოდი მშობლებს? ვეხმარებოდი და აქ არც სამარცხვინოა რამე. მაგრამ სადაც საქმე სწავლაზე მიდგებოდა, მშობლები უკან დგებოდნენ და წინ მიშვებდნენ. ეგ არის – თუ ახალ სიცოცხლეს ბადებ, საკუთარს უნდა მოაკლო. საგანგებოდ გავყევი სახლისკენ ამასწინათ ერთ მათგანს, ობოლ ბიჭს და დავინახე სახლის წინ, პატარა აივანზე ტელევიზორი იდგა, დეიდამისი და კიდევ ერთი ქალი რაღაც ბოდვას უმზერდნენ და იცინოდნენ, ბიძა კიდევ ჭიშკრის წინ იჯდა და სიგარეტს ეწეოდა. ვიფიქრე, მივალ, ვეტყვი რამეს, მაგრამ მერე ისიც ვიფიქრე, რომ მე წავალ და ეს მოზარდი იქ დარჩება. და რომ დარჩება, თქვენც ხვდებით, რა დღესაც დააწევენ.

ჰოდა, იქ ვერ ვთქვი და აქედან გეუბნებით: უფროსებო, დადექით ბავშვების ბავშვობის სადარაჯოზე. ნუ ჩააცმევთ მათ ხუთი ზომით დიდ ფიქრს, ათი ზომით დიდ საქმეს, თხუთმეტი ზომით დიდ დარდს. ასე არ შეიძლება, ძალიან არ შეიძლება!“- წერს სოციალურ ქსელში გიორგი კეკელიძე.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

ფეისბუქსტატუსები

SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

11:51; 10 დეკემბერი, 2025
ფეისბუქსტატუსები

“ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

11:04; 10 დეკემბერი, 2025
ფეისბუქსტატუსები

გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

14:20; 7 დეკემბერი, 2025
ფეისბუქსტატუსები

“გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

09:59; 5 დეკემბერი, 2025
ფეისბუქსტატუსები

ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

09:28; 5 დეკემბერი, 2025

ეპიდვითარება საქართველოში - ინფიცირებისა და გამოჯანმრთელების ახალი მონაცემები

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 2 პაციენტი გარდაიცვალა

ყველა სიახლე

სამართალი

ოზურგეთში 75 წლის კაცს ავტომობილი დაეჯახა

22:44; 12.12.2025
ზაფრანი

ხვალ, 13 დეკემბერს, ძალიან ფრთხილად უნდა იყოს ზოდიაქოს ეს ნიშანი

19:43; 12.12.2025
ფინანსები

რა ეღირება დოლარი და ევრო უქმეებზე

19:28; 12.12.2025
სამართალი

სისხლიანი დაპირისპირება სკოლის მოსწავლეებს შორის

18:09; 12.12.2025
პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი – დღეს ყველა რუსთაველზე! არა კობახიძის და პუტინის ერთად დგომას!

17:17; 12.12.2025
ფინანსები

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ – 2025 წლის სექტემბერში ყველა პარტიამ ჯამში 6 909 602 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო, რომლის 59% „ქართულ ოცნებაზე“ მოდის

17:05; 12.12.2025
სამართალი

ავარია ქობულეთში _ ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა

16:59; 12.12.2025
ფინანსები

მთავრობის ახალი გადაწყვეტილება, რომელიც 1 685 პენსიონერს ან მის მემკვიდრეს შეეხება

16:37; 12.12.2025
საზოგადოება

ამინდი მკვეთრად უარესდება – სინოპტიკოსების გაფრთხილება

16:28; 12.12.2025
საზოგადოება

ბენდუქიძის ფონდი 2026 წელს ჩარიცხულ სტუდენტებს 4 მლნ ლარით დააფინანსებს

16:00; 12.12.2025
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

15:40; 12.12.2025
პოლიტიკა

საკადრო ცვლილებები ოზურგეთში

15:00; 12.12.2025
ფინანსები

შეადარე, სცადე, დაიმტკიცე – თიბისის ახალი კამპანია

14:23; 12.12.2025
პოლიტიკა

კობახიძე: 20 ივნისზე ჩვენც გვაქვს ჩვენი კითხვის ნიშნები და სწორედ რომ სტრასბურგის სასამართლოს დავალებით განვაახლეთ გამოძიება

14:14; 12.12.2025
პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: საქართველო სახელმწიფო შესყიდვების კეთილსინდისიერებით ევროპის საუკეთესო სამეულშია

13:54; 12.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

11:51; 10.12.2025
0

“ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

11:04; 10.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო