გურიის მაჟორიტარულ ოლქში, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მისულ ამომრჩეველს, არჩევანი 14 კანდიდატს შორის მოუწევს.
2 ნომრით, “ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია -ევროპული საქართველო _ მოძრაობა თავისუფლებისთვის“, ხათუნა გოგორიშვილი იყრის კენჭს;
5 ნომრით, საარჩევნო ბლოკი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა- გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია“ მანუჩარ კვირკველიას წარადგენს;
8 ნომრით, “დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი- საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატი შოთა გოგიბერიძე იქნება;
10 ნომრით, შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ კანდიდატი დავით მამალაძეა;
19 ნომრით, “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “ჩვენი საქართველო -სოლიდარობის ალიანსის“ კანდიდატი ნინო შეწირული-გობრონიძეა;
24 ნომრით, “ალეკო ელისაშვლი – მოქალაქეები“ კანდიდატი ოთარ ქერქაძე იბრძოლებს;
26 ნომრით, “ეკა ბესელია- პ.პ. სამართლიანობისთვის“, ნინო ორაგველიძეს გვთავაზობს;
30 ნომრით, “შეცვალე საქართველოს“ კანდიდატი მაკა მგალობლიშვილია;
36 ნომრით, “გირჩი“ ვახტანგ ზენაიშვილის სახითაა წარმოდგენილი;
41 ნომრით, “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ვასილ ჩიგოგიძეს წარმოგვიდგენს;
44 ნომრით, “ლევან ჩაჩუა, გურამ ფალავანდიშვილი – ქართული იდეა“ ლაშა ხეცურიანის კანდიდატურას გვთავაზობს;
55 ნომრით, “ქართული მარში – ეროვნული მოძრაობა“ მხარ რამაზ ზოიძეს უჭერს;
56 ნომრით, “ლელო – მამუკა ხაზარაძე“ გიორგი სიორიძის კანდიდატურას უჭერს მხარს;
61 ნომრით, საინიციატივო ჯგუფი – რევაზი გობრინოძე, ლუიზა მანქანაშვილი, შუქრი ბარამიძე, როლანდ ბანძავა, გივი ჭელიძე, გოჩა ძიმისტარიშვილის კანდიდატურას წარმოგვიდგენს.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 31 ოქტომბერს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. გურიის 24-ე გაერთიანებულ მაჟორიტარულ ოლქში, სადაც ჩოხატაურის, ლანჩხუთისა და ოზურგეთის საარჩევნო ოლქების ამომრჩევლები აძლევენ ხმას, მაჟორიტარობის კანდიდატებად საზოგადოებრივ-პოლიტიკურმა ჯგუფებმა და პარტიებმა, სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი პირები შეარჩიეს.