გასული 24 საათის განმავლობაში გურიაში კორონავირუსით ინფიცირების 10 შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძემ განაცხადა.
დღეის მდგომარეობით საქართველოში სულ კოვიდინფიცირების 519 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 11271 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 6119 ადამიანი, გარდაიცვალა 78 პაციენტი.