Aljazeera-ს ინფორმაციით, პაკისტანში Tik-Tok აიკრძალა. ამის შესახებ გადაწყვეტილება პაკისტანის სატელეკომუნიკაციო ორგანომ მიიღო.
ჩინური აპლიკაციის აკრძალვის მიზეზი ამორალური და უხამსი კონტენტი დასახელდა.
როგორც სატელეკომუნიკაციო ორგანოს განცხადებაშია ნათქვამი, საზოგადოების მხრიდან, აპლიკაციასთან დაკავშირებით არაერთი საჩივარი მიიღეს.
როგორც Aljazeera წერს, ჩინურ კომპანიას ,,Byte Dance” – ს, რომელიც აპლიკაცია Tik-Tok ეკუთვნის, აღნიშნულთან დაკავშირებით, ჯერ-ჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.
როგორც ცნობილია, პაკისტანის ტელეკომუნიკაციების ორგანოს გადაწყვეტილებით, სექტემბერში, გაცნობის აპლიაციები: Tinder, Tagged, Skout, Grinder და Sayhi დაიბლოკა. აკრძალვის მიზეზად, მაშინაც ამორალური და უხამსი შინაარსის კონტენტი დასახელდა.
ცნობისთვის აპლიკაცია Tik-Tok აშშ-ში, ინდოეთში და კიდევ რამოდენიმე ქვეყანაში არის აკრძალული.