საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსისგან კიდევ 4 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 128 -მდე გაიზარდა, _ ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
რაც შეეხება ინფიცირებულებს, ქვეყანაში კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 16285-ს შეადგენს.