"გურია ნიუსის" ინფორმაციით, ლანჩხუთის მერს კორონავირუსი დაუდასტურდა. ფაქტს ადასტურებს ლანჩხუთის მერიის პრესასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი, მაკა სულაბერიძე. მისი ინფორმაციით, მერთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი თვითიზოლაციაშია გადაყვანილი.