ერთი ადამიანი გარდაიცვალა და სამი დაშავდა რუსთავში მომხდარი ავარიის შედეგად.
როგორც “ინფო რუსთავი” წერს, “ოპელის” მარკის ავტომობილს, რომელსაც 19 წლის გოგო მართავდა, მძღოლმა,სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტომობილი ამოტრიალდა.
ავარიის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა 15 წლის ბიჭი, ხოლო 3 დაშავებული კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანეს.
მომხდარზე უკვე დაწყებულია გამოძიება.