კორონავირუსით 70 წლის ქალბატონი გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, მას თანმდევი დაავადებებიც აღენიშნებოდა.
პაციენტი კლინიკა “თერჯოლამედში” მკურნალობდა. კლინიკის დირექტორის დავით სარიშვილის ინფორმაციით, პაციენტი კლინიკაში 14 ოქტომბერს ბათუმიდან შეიყვანეს. მისი მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო.