ისრაელი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ადამიანებზე გამოცდას იწყებს.
როგორც Reuters იუწყება, თავდაპირველად საცდელ პროცესში მონაწილეობას ოთხმოცი მოხალისე მიიღებს, დეკემბერში კი ცდა 960 ადამიანზე ჩატარდება. მესამე ეტაპზე კი ვაქცინას 3000 მოხალისეზე გამოიყენებენ.
ცდის წარმატებით დასრულების შემთხვევაში ვაქცინა საზოგადოებაში გამოყენებადი მომავალი წლის ზაფხულის ბოლოს გახდება.
ცნობისთვის, ინსტიტუტმა, რომელსაც თავდაცვის სამინისტრო აკონტროლებს, მარტში დაიწყო ცხოველებზე გამოკვლევები, ერთი კვირის წინ გამოაცხადა, რომ მიიღო მარეგულირებელი ორგანოს ნებართვა შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად.