აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის ლიდერებისა და უმრავლესობის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, შეხვედრაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებიც მონაწილეობენ.
ამერიკის ელჩის რეზიდენციაში პირველი შეხვედრა 12 ნოემბერს გაიმართა. შეხვედრას ცხრა პარტიის ლიდერები ესწრებოდნენ, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე. შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდა საქართველოში ევროკავშირის ელჩი.