საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, ერთი წლის განმავლობაში (2019 წლის ნოემბრი-2020წლის ნოემბერი) ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი 41/3% – ით გაძვირდა.
ასევე, ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაძვირდა თავის მოვლის საშუალებები და მომსახურეობა, ფასების მატების ყველაზე დიდი მაჩვენებელი ფიქსირდება მამაკაცისთვის თმის შეჭრის მომსახურეობაზე 19.03%-თ და ქალის თმის შეჭრაზე 21.43%, ასევე ფასის მატება ფიქსირება კოსმეტოლოგის მომსახურებაზე 7.34%-ით.
თავის მოვლის საშუალებებზე ფასების მატება შემდეგია:
ტუალეტის საპონი – 17.92%; თმის საღებავი – 14.86%; კბილის პასტა – 14.53%; კბილის ჯაგრისი – 14.12%; ბავშვის ჰიგიენური საფენები – 13.26%; ერთჯერადი ცხვირსახოცი – 12.82%; ტუალეტის ქაღალდი – 11.40%; საპარსის პირი – 9.23%; ქალის ჰიგიენური საფენები – 8.38%; შამპუნი – 5.27%;
ასევე ფასების მატება ფიქსირდება: ჭიქაზე – 17.8%; ასანთზე – 19.65%; თეფშზე – 15.46%
ასევე ფასების მატება ფიქსირდება სარეცხ საშუალებებზე: ჭურჭლის სინთეთიკური სარეცხი საშუალებები – 13.92%; სარეცხი საპონი – 12.94%.
საქტატის მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში ფასების მატება დაფიქსირდა, ავტომობილებზე და ავტო-მომსახურეობაზე: ახალი მსუბუქი ავტომობილის ყიდვა – 15.44%; მეორადი მოხმარების მსუბუქი ავტომობილები – 6.10%; ავტომობილის სათადარიგო ნაწილები – 12.34%; ავტომობილის შეკეთება – 10.02 %
ფასების მატება შეინიშნება გაზის გამათბობლებზეთ – 13.09%-ით
2020 წლის ნომებერში წლიური ინფლაციის დონემ კი 3.8%-ი შეადგინა.